Sunday, March 19, 2017

გაკვეთილის მთავარი თემა
                              გაცნობა
მასწავლებლის სახელი, გვარი
ეკატერინე  ხარაზიშვილი
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური/5 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში 4 მოსწავლეა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე -  მოსწავლე  კლასში არ არის.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეებს განუვითარდეთ უცხო ენაზე(რუსული ენა)საკუთარ თავზე ,ან მოსაუბრის შესახებ საუბრის უნარები.
·           განუვითარდეს სამეტყველო უნარები (მოსმენა, კიხვა, წერა, საუბარი) ორ უცხოურ ენაზე;
·           გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი;
 გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ უპასუხონ ერთმანეთის დასმულ კითხვებს, მაგალითად: რა გქვია? რამდენი წლის ხარ? სად ცხოვრობ? ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით მოსწავლეებმა უნდა შეძლონ გამოიყენონ სხვადასხვა სახის  გაცნობის აუცილებელი შეკითხვები.
წინასწარი ცოდნა
გრამატიკული ნაწილი: პირის ნაცვალსახელები, საკუთარი და საზოგადო სახელები. პირის ნაცვალსახელების  ნათესაობითი და მიცემითი ბრუნვები. რაც აუცილებელია ამ თემისათვის.
მოსწავლეების მოტივაციის გაზრდა, კითხვა-პასუხის დიალოგური რეჟიმი. (როგორ შეაფასებდნენ ერთმანეთს) განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები.
სასწავლო მასალა და ტექნიკური  რესურსები
სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, თვალსაჩინოებები, დაფა ,კალამი, ფანქარი, თაბახი.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
                 გაკვეთილის ახსნა
 გაკვეთილის ახსნას ვიწყებ წინა მასალის ცოდნის გახსენებით. ანუ გამოვიკითხავ გრამატიკას მოსწავლეების დაფასთან გამოსვლით .(პირის ნაცვალსახელების ნათესაობით და მიცემით ბრუნვებს, ციფრები 1 დან 10-მდე)-7 წუთი.
                        უცხო სიტყვების გაცნობა
შემდეგ მოსწავლეებს დაფაზე დაწერით ვაცნობ ისეთ სიტყვებს  რომლებსაც ისინი გამოიყენებენ ამ თემის დასრულებამდე.-5 წუთი.
             წერითი მუშაობა
 მოსწავლეები სიტყვებს იწერენ ლექსიკონის რვეულებში-10 წუთი.
               გაკვეთილის წაკითხვა
ვკითხულობ და ვთარგმნი მცირე ზომის დიალოგებს, რომლებიც მოცემულია სახელმძღვანელოში.-5 წუთი.
                      აქტივობა
მოსწავლეებს მივმართავ დიალოგურ რეჟიმში დაუსვან ერთმანეთს კითხვები, როგორიცაა : მისალმება, რა გქვია? რამდენი წლის ხარ? სად ცხოვრობ? -10 წუთი
ამის შემდეგ თითოეულ მოსწავლეს ვთხოვ თაბახზე დაწერონ საკუთარი სახელები. -1 წუთი.
                შეფასება
თითოეულ მოსწავლეს ვაფასებ სიტყვიერად ასევე  განმსაძღვრელი  შეფასებით და ვუსვამ ყველას კითხვას: რა იყო გაკვეთილის თემაში გაუგებარი?
            საშინაო დავალება
 ვაძლევ საშინაო დავალებას: იმუშაონ მსგავსად ოჯახში, დაიხმარონ ოჯახის წევრები. ასევე დასაწერად: გამაცნონ საკუთარი მეგობარი ან კლასელი ( ვიძლევი მითითებებს და მიმართულებებს).რათა მოსწავლეებს გაუადვილდეთ დავალების შესრულება.-7 წუთი.




No comments:

Post a Comment